ხაშურის კოშკი
ეს არქიტექტურული ძეგლი ქალაქ ხაშურის ცენტრში მდებარეობს და XVIII საუკუნით თარიღდება. კოშკი სამსართულიანია. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, კოშკს ჰქონდა თავდაცვითი მნიშვნელობა, ასევე გამოიყენებოდა საცხოვრებლად. იგი საგვარეულო კუთვნილება იყო და ხიდირბეგიშვილების გვარს ეკუთვნოდა.

სურამის ციხე
ზუსტი თარიღი თუ როდის და ვინ ააგო სურამის ციხე „მაღალ კლდესა ზედა“ ისტორიულად არაა ცნობილი. XIX საუკუნის ქართველი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის მიხედვით სურამი და მისი ციხესიმაგრე აშენებულია ძვ. წ. II საუკუნის I ნახევარში მეფე ფარნაჯომის მიერ, 200 წლით ადრე ქრისტეს დაბადებამდე. სურამის ციხის აგების ასეთ განსხვავებულ დათარიღებას ქართულ საისტორიო მეცნიერებაში მხოლოდ პლატონ იოსელიანი იძლევა.

1692 წელს სურამის ციხე თურქების ხელშია; მათი განდევნის შემდეგ, უმეფობის ხანაში, სურამის ციხე ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდა ირანის წინააღმდეგ მებრძოლებისათვის. 1742-45 წლებში ირანელთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში სურამის ციხე ზემო ქართლის სადროშოს უფროსის გივი ამილახვრის ძირითადი დასაყრდენი გახდა. პოლიტიკური სიტუაციის შეცვლასთან დაკავშირებით აჯანყებულები თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდნენ, რომელთაც ნადირ-შაჰი უჭერდა მხარს. მეფეებმა, მიუხედავათ იმისა, რომ რომ მათ ზურგს ირანი უმაგრებდა, სურამის ციხის აღება ვერ შეძლეს. არ გაჭრა არც თვით თეიმურაზის მოლაპარაკებამ, არც შაჰის პატიების ფირმანმა და არც ციხისათვის ყუმბარების დაშენამ.

შაჰი იმდენად განუცვიფრებია ამას, რომ მხატვარი გამოუგზავნია ციხის დასახატად. როდესაც ციხის სურათი მოუტანეს, შემოუთვლია: ციხეს ისეთი გალავანი შემოავლეთ, რომ ყოველგვარი მოძრაობა შეწყდეს და ალყა არ მოხსნათ, ვიდრე თვითონ არ შემოგვეხვეწებიანო. შემდეგ ციხე მალულად ორჯერ ააფეთქეს და კედლის დიდი ნაწილი ჩამოანგრიეს. მიუხედავად იმისა, რომ კარი თითქმის შემტვრეული იყო, ამილახვარი მაინც არ ნებდებოდა და ახლა დედოფლის მისვლას მოითხოვდა: მხოლოდ მას ვენდობიო. დედოფალ თამარის მისვლის შემდეგ მიუციათ მეფეებს უვნებლობის ფიცი. ამილახვარი ქალაქს ჩამოიყვანეს და სახლთუხუცესობა უბოძეს. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ძლიერ სიმაგრეს წარმოადგენდა სურამის ციხე XVIII საუკუნეში. ნადირ-შაჰი ამილახვარს ბოლომდე მაინც არ ენდობოდა და მისი ბრძანებით სურამის ციხე დაუნგრევიათ. მაგრამ სურამის ციხე ქართველებს მალე აღუდგენიათ და 1756 წელს აქ ერეკლე II-ეს ქიზიყის მოურავი თამაზი ჰყავდა დატყვევებული. სურამის ციხე ქართველთა მფლობელობაში 1783 წლამდე იყო. შემდეგ აქ რუსული გარნიზონი ჩააყენეს. 1792 წელს ერეკლე II-ის `ანდერძში~ სურამის ციხე საქართველოს უმაღლეს ციხეთა შორის არის მოხსენიებული. 1801 წლის წყაროებით ციხე ისევ მოქმედია. XIX საუკუნეში მან საქართველოს სხვა ციხეებთან ერთად თანდათან დაკარგა მნიშვნელობა.

ლეგენდა სურამის ციხის შესახებ
სურამის ციხის შესახებ უძველესი დროიდან არსებობს თქმულება, თითქოს მისი უძლეველობის მიზეზი იმაშია, რომ მის კედლებში ცოცხლად არის ჩაკირული დედისერთა ვაჟი, რომლის შესახებ დღესაც მღერიან ხალხში. ამ ლეგენდას მიუძღვნა დ. ჭონქაძემ თავისი ნაწარმოები “სურამის ციხე”, რომელიც მოგვითხრობს, რომ სურამის ციხე რომ აშენებულიყო დედისერთა ვაჟი – ზურაბი უნდა ჩაეტანებინათ კედელში, ამბობენ იმ მხარეს სადაც ზურაბი ჩააშენეს, დღესაც წვეთ-წვეთად მოჟონავსო დედის ანკარა ცრემლი. იმასაც ამბობენ, რომ ყოველ მთვარიან ღამეს სურამის ციხესთან გამოდის შავებში გახვეული ქალი და ტირილით შეჰღაღადებსო ციხის ნანგრევებს: “სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო”.
პირველი საბჭოთა ელმავალი
ხაშურის რკინიგზის სადგურში საქართველოს პირველი საბჭოთა ელმავალი დგას, რომელიც 84 წლის სურამის უღელტეხილზე პირველად გაატარეს.
70-იანი წლებიდან ,,ვლ 19" ტიპის ელმავალი ხაშურში კვარცხლბეკზე დადგეს.
ხაშურში 1932 წელს პირველი საელმავლო დეპო აშენდა და „ვლ-19“ სერიის პირველმა საბჭოთა ელმავალმა გამოცდა გაიარა.
1932 წლის 16 აგვისტო საქართველოს რკინიგზის ისტორიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი თარიღია.
ამ დღიდან დაიწყო სარკინიგზო უბნების ელექტრულ წევაზე ეტაპობრივი გადასვლის პროცესი, რაც 1967 წლის ნოემბერში იქნა დასრულებული.
ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შედეგია ის, რომ მოხდა საქართველოს რკინიგზის ყველა უბანის, მათ შორის ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი ხაზის ელექტროფიცირება.
1974 წლიდან რკინიგზაზე მოძრაობას იწყებს თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის მიერ გამოშვებული თანამედროვე „ვლ-10“ და „ვლ-11“ სერიის ელმავლები.
70-იანი წლებიდან ,,ვლ 19" ტიპის ელმავალი ხაშურში კვარცხლბეკზე დადგეს.
ხაშურში 1932 წელს პირველი საელმავლო დეპო აშენდა და „ვლ-19“ სერიის პირველმა საბჭოთა ელმავალმა გამოცდა გაიარა.
1932 წლის 16 აგვისტო საქართველოს რკინიგზის ისტორიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი თარიღია.
ამ დღიდან დაიწყო სარკინიგზო უბნების ელექტრულ წევაზე ეტაპობრივი გადასვლის პროცესი, რაც 1967 წლის ნოემბერში იქნა დასრულებული.
ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შედეგია ის, რომ მოხდა საქართველოს რკინიგზის ყველა უბანის, მათ შორის ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი ხაზის ელექტროფიცირება.
1974 წლიდან რკინიგზაზე მოძრაობას იწყებს თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის მიერ გამოშვებული თანამედროვე „ვლ-10“ და „ვლ-11“ სერიის ელმავლები.

ხაშური-ბორჯომის რკინიგზის გაყვანისას აქ აღმოჩენილა არაერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ნივთი, ძირითადად სპილენძის ნაკეთობანი. ბოლო პერიოდში აქ საფლავების გაჭრის დროს აღმოჩნდა ბრნჯაოს საბრძოლო და სამეურნეო იარაღი. ეს ნივთებია: ბრინჯაოს მთლიანადსხმული ყუნწიანი სატევარი, კოლხური ცული, ბრინჯაოს ქვაბი, აბზინდა, შუბისპირის ფრაგმენტი, ბრინჯაოს ღერო, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტი. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ხაშურის ექსპედიციის ხელმძღვანელმა ბიძინა მურვანიძე ძვ. წ. 1ათასწ. 1 ნახევრით დაათარიღა. ძალზე საინტერესოა გორათზე აღმოჩენილი კოლხური ცული. იგი გრავირებულია. სატარის ორივე მხარეს გამოსახულია პირით ყუისკენ მიმართული აქტიურ პოზაში მდგარ ძაღლის ფიგურა. ცული შემკულია სპირალური ხვიებით, წიწვისებური და ირიბი ნაჭდევი ორნამენტით; ცულს მკლევარები ძვ. წ.VIII საუკუნით
ლაშქრობისა და კარვებით მოგზაურობის მოყვარულთათვის, თანაც თბილისიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს სოფელი კოდიწყარო და მთებში ჩაფლული კოდიწყაროს ტბა. აქაური ბუნება, თევზაობის შესაძლებლობა სასიამოვნო უნდა იყოს ბუნებაში განტვირთვის მოყვარულთათვის. ნასოფლარი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ე. წ. ღორინამკალის მთის ძირში. მდებარეობს ცხრამუხის თემის ტერიტორიაზე.
მას არ იცნობენ ვახუშტი ბატონიშვილი და იოანე ბატონიშვილი, არც ისტორიულ და ეკონომიკურ ხასიათის წყაროებში გვხვდება.
სახელწოდება კოდიწყარო სიტყვათშეერთებით არის მიღებული. ამ შემთხვევაშიც მსაზღვრელი (კოდი) და საზღვრული (წყარო) არსებითი სახელები არიან. კოდი მარცვლეულის საწყაოა XV-XIX საუკუნეების საქართველოში. კოდის მასა სხვადასხვაა. ცნობილია 8-10 და 12 ლიტრიანი კიდები. „სწორ“ (კანონიკურ) კოდში 10 ლიტრა ხორბალი და 8 ლიტრა ქერი ჩადიოდა. ს. ს. ორბელიანის მიხედვით კოდი: ამავე სახელწოდების სოფლები გვაქვს დუშეთის, თეთრი წყაროს და კასპის მუნიციპალიტეტებში. სოფლიდან მოშორებით, ტბის მახლობლად, დასავლეთით შემორჩენილი იყო ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები, რომელიც 80-იან წლებში მოსახლეობამ აღადგინა.
დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი
მუზეუმი განთავსებულია XIX ს-ის 60-იანი წლების საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, წმინდანად შერაცხულიდიმიტრი ყიფიანის (1814 -1887 წწ.) მიერ სააგარაკოდ აგებულ სახლში. მუზეუმის ფონდები ძირითადად მოიცავსდიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ მასალას: გამოცემებს, ხელნაწერებს, წერილებს, ფოტომასალას, აგრეთვე ყოფისა და ეთნოგრაფიის, ნუმიზმატიკისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს.
რკინის წყალი
“რკინის წყალი”, რომელსაც სახელი რკინის ჟანგის შემცველობის გამო დაერქვა და შემჩნეულია ერთი საუკუნის წინათ. ეს წყალი სურამის ცენტრთან ახლოსაა და კეთილმოწყობილია.
იგი გამოიყენება ანემიის ანუ სისხლნაკლებობის დროს, ასევე რეკომენდებულია თვალის დაავადებების, ნერვული სისტემის და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს მედიკამენტებთან ერთად.
მნიშვნელოვანი და ადრიდანვე ცნობილია ჩუმათელეთის გოგირდოვანი წყალი, რომელიც გამოიყენება სახსრების დაავადების დროს.
რკინის წყალზე არსებობს ლეგენდა. იყო ერთი მოხუცი და ბრმა ადამიანი, რომელსაც გამოჯანმრთელების ყველანაირი იმედი გადაწურული ჰქონდა. ერთ დღეს მივიდა რკინის წყალთან და დალევა დააპირა. მოულოდნელად წყალი თვალებზე გადაესხა და ესიამოვნა. იმ დღის მერე ყოველდღე მიდიოდა და 1 კვირის შემდეგ თვალები აეხილა.
ქვიშხეთი
მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულად ხაშურის მუნიციპალიტეტს ექვემდებარება, იგი ბორჯომის ჯგუფის კურორტად მოიხსენიება. წიწვოვან-ნაძვნარითა და შერეული ტყით გარშემორტყმული კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ქვიშხეთი ხაშურიდან 10 კილომეტრში, ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს. ქვიშხეთის ჰავის უნიკალურ სამკურნალო თვისებებს განაპირობებს შავი ზღვიდან წამოსული თბილი ნოტიო ჰაერის მასები, რომლებიც კურორტის ტერიტორიაზე ერწყმის მთების ჰავას. კურორტის ტერიტორიაზე გამოსავალს პოულობს მინერალური წყლები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ქვიშხეთი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, რომლებსაც სასუნთქი გზების დაავადებები აწუხებთ.
ქვიშხეთი, მთაწმინდა აჩი სუთიაშვილის ფოტო |
ქვიშხეთი აჩი სუთიაშვილის ფოტო |
ქვიშხეთში რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მათ შორის: აღდგომის ეკლესია, მთაწმინდის ეკლესია, ფერისცვალების ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია, წმინდა ელიას ეკლესია, დიდი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდანის, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი და თავად სუმბათაშვილების სასახლე. ყოველ წელს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, ქვიშხეთში სახალხო დღესასწაული მთაწმინდობა იმართება.
ბულბულისციხე. მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხის სამხრეთ-დასავლეთით, 1,5 კილომეტრში, ქვიშხეთის თემში. ფეოდალური ხანის ციხე წარსულში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზის მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო. აგებულია რიყის ქვით.
ალის ციხე |
ჭერათხევის ხეობა — ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი, ბუნებრივი პირობებითა და კულტურული მემვიდრეობის ძეგლებით მდიდარია ჭერათხევის ხეობა. აქ მდებარეობს სოფელი ალი, რომელიც შუა საუკუნეებში ქალაქის სტატუსით იხსენიება. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 760 მეტრ სიმაღლეზე. ხაშურიდან 25 კმ. სოფელში დგას: დედაღვთისა, კვირაცხოვლის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, უსანეთის ეკლესია და ჯანიაურების ეკლესია.
ალი, ბადრი ვადაჭკორიას ფოტო |
ულუმბოს მონასტერი – მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ხაშურის ჩრდილოეთით 13 კმ-ში, მდინარე ჭირათხეულას ერთ-ერთ მარჯვენა შენაკადის ხეობაში.
ულუმბო |
ნაბახტევი — მდებარეობს მდინარე ჭერათხევის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 720 მეტრი. ხაშურიდან 20 კილომეტრი. სოფელი მდიდარია კულტურის ძეგლებით: ნაბახტევის დედაღვთისა, ნათლისმცემლის ეკლესია, კვერცხობის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია.
ბრილი გიორგი ჩუბინიძის ფოტო |
,,ბრილი…
ბროლი დატბორილი,
ბრილი გიორგი ჩუბინიძის ფოტო |
უშრტელი ვერცხლის წყარო,
წმინდა, როგორც ხალხის გული,
სადღაც ქართლში მოცინცხალობს,
შიგ ცის კალთა თუ ჩაირხა,
მოსჩქეფს,
მოშხეფს უთავებლად…
შესვი
პეშვი,
უკვდავი ხარ,
რაღად გინდა უკვდავება?!”
ტაშისკარი
ისტორიული სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ქვიშხეთის თემი), ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 720 მეტრი, ხაშურიდან 10 კილომეტრი. სოფელში დგას ჩიკორის ეკლესია და ტაუსას ეკლესია.
1609 წლის ივნისში ქართლში შეიჭრა ოსმალების მრავალრიცხოვანი ჯარი, რომელმაც რამდენიმე სოფელი ააოხრა და გაძარცვა, მოსახლეობის ნაწილი დაატყვევა და სწრაფად მიადგა მანგლისს. ოსმალებმა აქედან გაჭრა სცადეს სოფ. ცხირეთისაკენ (შიდა ქართლი), სადაც მეფე ლუარსაბ II ეგულებოდათ. თევდორე კვეთელმა მოატყუა მტერი და სხვა მიმართულებით წაიყვანა. ამასობაში ქართველებმა ლაშქარი შეკრიბეს და გიორგი სააკაძისა და ზაზა ციციშვილის სარდლობით სოფელ ნიაბის (ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი) ბოლოს, სხერტის ჭალაზე, მტერი უკუაქციეს. გორისაკენ გაბრუნებულთ მდინარე მტკვარზე ხიდი აყრილი დახვდათ. მაშინ მათ ახალციხისაკენ იბრუნეს პირი. სოფელ ბრბონასთან მდ. მტკვარი გადალახეს და სოფელ ტაშისკართან (ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი) დაბანაკდნენ. ქართველთა ლაშქარი სოფელ ახალდაბასთან (ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტი) მდინარე მტკვარზე გადავიდა და მოწინააღმდეგეს ახალციხისაკენ გასასვლელი გზა გადუჭრა. სამხედრო თათბირზე გიორგი სააკაძის გეგმა მიიღეს და სარდლობაც მასვე დაევალა. ქართველთა ლაშქარი განთიადისას მოულოდნელად დაესხა თავს მტერს და თითქმის მთლიანად გაანადგურა, მხოლოდ მცირე ნაწილმა უშველა გაქცევით თავს. ქართველებს დიდძალი ნადავლი და ტყვე დარჩათ. ამ ბრძოლაში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი გიორგი სააკაძემ.
No comments:
Post a Comment