საუკუნეზე მეტს ითვლის ჩვენი სკოლა. პირველი მონაცემები მის შესახებ თარიღდება 1924 წლით. მრავალჭირნახული, მაგრამ მაინც გამართული მოდიოდა სკოლა წლების განმავლობაში. ის იყო თავშესაფარი სამამულო ომის წლებში ფრონტის წინა ხაზიდან ევაკუირებული ბავშვებისთვის, რომელმაც ისე შეიყვარეს ხაშური,რომ დასახლდნენ აქ. ის იყო მრავალი წარჩინებული ადამიანის აღმზრდელი და დღეს ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ მერვესკოლელები.
ბლოგი შექმნილია ხაშურის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეების: მარიამ ბაიდაურის, მაიკო ფცქიალაძის და სოფიო შათირიშვილის მიერ.
ბლოგი შექმნილია ხაშურის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეების: მარიამ ბაიდაურის, მაიკო ფცქიალაძის და სოფიო შათირიშვილის მიერ.
მარიამ ბაიდაური
ქ. ხაშურის N8 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე. 2017 წელს კავკასიის ახალგაზრდა ლიდერთა გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა აშშ-ში. ასევე არის FLEX პროგრამის ფინალისტი და ნომინირებულია UWC გაცვლით პროგრამაში. დაინტერესებულია სოციალური მეწარმეობითა და მედიცინით. სამომავლოდ აპირებს სწავლა გააგრძელოს საზღვარგარეთ ქირურგიის მიმართულებით.


მაიკო ფცქიალძე
ქ. ხაშურის N8 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე. 2017 წელს მონაწილეობდა პოლონურ-ქართულ გაცვლით პროგრამაში "ლიდერთა აკადემია", რომელიც ქ. ხაშურის N8 საჯარო სკოლის მიერ არის ორგანიზებული. სხვადასხვა შემეცნებითი ბანაკის მონაწილე და პროექტების გამარჯვებული. დაინტერესებულია ფსიქოლოგიითა და ლიტერატურით, სამომავლო პროფესიად ირჩევს ფსიქოლოგიას.
სოფიო შათირიშვილი
ქ. ხაშურის N8 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე. 2017 წელს მონაწილეობდა პოლონურ-ქართულ გაცვლით პროგრამაში "ლიდერთა აკადემია", რომელიც ქ. ხაშურის N8 საჯარო სკოლის მიერ არის ორგანიზებული. არაერთი სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული და სხვადასხვა ბანაკის მონაწილე.
03,06,2019წ.
No comments:
Post a Comment