
ხაშურის რაიონი ისტორიული შიდა ქართლისა და გვიანდელი ზემო ქართლის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს ისტორიული საციციანოს მნიშვნელოვან ნაწილს, მდ.მტკვრის მარჯვენა მხარეს, სოფელ წრომიდან დამჩხეულამდე, აქვე, მდ.ძამის ხეობის ერთ ნაწილს. მდ.მტკვრის მარცხენა შენაკადების - მდინარეების - ალისა და სურამის წყლის ხობებს მთლიანად, ფცის წყლის ხეობის ნაწილს, ქართლის სააბაშიოს და ბორჯომის ხეობის მცირე მონაკვეთს - სარმანიშვილის კარის წყლის ხეობას.
მას ესაზღვრება: აღმოსავლეთით ქარელის, ჩრდილოეთის ყორნისის, დასავლეთით - საჩხერისა და ხარაგოულის, ხოლო სამხრეთითა და ნაწილობრივ დასავლეთით - ბორჯომის რაიონები.
ხაშურის რაიონის ფართობი 582.2 კვ. კილომეტრია, რაც საქართველოს ფართობის 0.84 პროცენტს შეადგენს. იგი ვრცელდება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 37 კილომეტრზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ - 22 კმ-ზე. მისი საზღვრების საერთო სიგრძე 118 კილომეტრია.
რაიონის მოსახლეობა ბოლო 2002 წლის აღწერით 63,693 კაცია, აქედან ხაშურში ცხოვრობდა 29 073, დაბა სურამსი 9863, სოფლად კი 24657 კაცი. რაიონის მოსახლეობა ძირითადად ქართულია (96,74%), სხვა ეროვნებები კი ასე გამოიყურებიან: რუსი - 0,51%, უკრაინელი - 0,07%, აზერბაიჯანელი 0,03%, სომეხი - 1,2%, ოსი - 1,19%, აფხაზი - 0,03%, ბერძენი - 0.07%, სხვა - 0,16%.
ისტორიული წყაროებიდან ჩანს, რომ ეროვნული შემადგენლობის მიხედვით ხაშურის რაიონი თავიდანვე ძირითადად ქართული მოსახლეობით არის წარმოდგენილი, დასახლებული. ამიტომ აქაურ ტოპონიმიაში ძირითადად სწორედ მათი ყოფა, ენობრივი მომენტები და გეოგრაფიულ სახელთა გაფორმების ოდინდელი საშუალებებია ასახული. მართალია, აქ შემდგომში სხვა ეთნოსებიც გვხვდება - ებრაელები, სომხები, ოსები, მაგრამ მათ რაიმე არსებითი გავლენა არ მოუხდენიათ რაიონის ტოპონიმიაზე, მხედველობაში თუ არ მივიღებთ თრიალეთის კალთებზე მდებარე ოსური მოსახლეობით დასახლებულ სოფლებს. თითქმის უმნიშვნელოა სომხური და რუსული წარმოშობის ტოპონმები.
ქართულ ტოპონიმიაში ასახულია ჩვენი ერის ისტორია, სამეურნეო ყოფა და კულტურა. ხშირად ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენაზე მიგვანიშნებს, ან ამ მოვლენით გამოწვეულ შედეგებზე და სხვ. იგივე თამამად ითქმის ხაშურის რაიონის ტოპონიმიაზე.

პირველი ისტორიული დოკუმენტი, რომელშც მოხსენიებულია ხაშური, 1693 წლით თარიღდება. სიგელი, რომელიც შედგენილია ზაალ აბაზაძის სახელზე, ეკუთვნის ერეკლე პირველის, ნაზარალიხანის დედას, დედოფალ ელენეს.
1801 წლიდან, რუსეთის მიერ საქართველოს შეერთების შემდეგ, 1917 წლამდე ახლანდელი ხაშურის ტერიტორია თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა.
ქალაქის ტიპის დასახლება ხაშურში XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო, მაშინ, როცა საქართველოში სწრაფად ვითარდებოდა სამრეწველო სავაჭრო კაპიტალიზმი. ხაშურის ზრდა-განვითარებას, განსაკუთრებით, ხელი შეუწყო მეფის რუსეთის მიერ საქართველოში რკინიგზი გაყვანამ.
ამიერკავკასიაში მთავარ სარკინიგზო ხაზს წარმოადგენდა თბილისი-ფოთის რკინიგზა, რომელიც ხაშურზე გადიოდა. აღნიშნული რკინიგზის მშენებლობა დაიწყო 1865 წლის 1 მაისს, 1872 წლის 10 ოქტომბერს კი, ფოთიდან თბილისში პირველი მატარებელი ჩავიდა. ამ დროს ხაშურში გაიხსნა რკინიგზის მთავარი სახელოსნოები, რომლებიც ერთ-ერთ დიდ საწარმოს წარმოადგენდა ამიერკავკასიის მასშტაბით. ამ პერიოდიდან ხაშური ჩამოყალიბდა რკინიგზის მნიშვნელოვან კვანძად, რამაც ხელი შეუწყო მის ქალაქად გარდაქმნას.

ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მერიამ ააშენა დასრული რეაბილიტაცია ჩაუტარა 14 მინი სტადიონს, რაც მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისდამკვიდრებისა და მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრებისგანვითარებისთვის.
ხაშურის მუნიციპალიტეტს ემსახურება ორი საავადმყოფო. მათგან ერთ-ერთი - "გორმედი" ახლახანს ამოქმედდა. ,,გორმედი” ფეისბუქის ოფიციალურ გვედზე განცხადებას აქვეყნებს: ,,ხაშურის ცენტრალური საავადმყოფო – ერთ კლინიკაში, ერთ სივრცეში, რამდენიმე საოპერაციო (ქირურგია, ტრავმატოლოგია, ოფთალმოლოგია…);ისტორიული წყაროებიდან ჩანს, რომ ეროვნული შემადგენლობის მიხედვით ხაშურის რაიონი თავიდანვე ძირითადად ქართული მოსახლეობით არის წარმოდგენილი, დასახლებული. ამიტომ აქაურ ტოპონიმიაში ძირითადად სწორედ მათი ყოფა, ენობრივი მომენტები და გეოგრაფიულ სახელთა გაფორმების ოდინდელი საშუალებებია ასახული. მართალია, აქ შემდგომში სხვა ეთნოსებიც გვხვდება - ებრაელები, სომხები, ოსები, მაგრამ მათ რაიმე არსებითი გავლენა არ მოუხდენიათ რაიონის ტოპონიმიაზე, მხედველობაში თუ არ მივიღებთ თრიალეთის კალთებზე მდებარე ოსური მოსახლეობით დასახლებულ სოფლებს. თითქმის უმნიშვნელოა სომხური და რუსული წარმოშობის ტოპონმები.
ქართულ ტოპონიმიაში ასახულია ჩვენი ერის ისტორია, სამეურნეო ყოფა და კულტურა. ხშირად ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენაზე მიგვანიშნებს, ან ამ მოვლენით გამოწვეულ შედეგებზე და სხვ. იგივე თამამად ითქმის ხაშურის რაიონის ტოპონიმიაზე.

ხაშურის ისტორია
1801 წლიდან, რუსეთის მიერ საქართველოს შეერთების შემდეგ, 1917 წლამდე ახლანდელი ხაშურის ტერიტორია თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა.
ქალაქის ტიპის დასახლება ხაშურში XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო, მაშინ, როცა საქართველოში სწრაფად ვითარდებოდა სამრეწველო სავაჭრო კაპიტალიზმი. ხაშურის ზრდა-განვითარებას, განსაკუთრებით, ხელი შეუწყო მეფის რუსეთის მიერ საქართველოში რკინიგზი გაყვანამ.
რკინიგზის სადგური მიხაილოვო (ხაშური) XIX საუკუნის ბოლო დიმიტრი ერმაკოვის ფოტო |
ამიერკავკასიაში მთავარ სარკინიგზო ხაზს წარმოადგენდა თბილისი-ფოთის რკინიგზა, რომელიც ხაშურზე გადიოდა. აღნიშნული რკინიგზის მშენებლობა დაიწყო 1865 წლის 1 მაისს, 1872 წლის 10 ოქტომბერს კი, ფოთიდან თბილისში პირველი მატარებელი ჩავიდა. ამ დროს ხაშურში გაიხსნა რკინიგზის მთავარი სახელოსნოები, რომლებიც ერთ-ერთ დიდ საწარმოს წარმოადგენდა ამიერკავკასიის მასშტაბით. ამ პერიოდიდან ხაშური ჩამოყალიბდა რკინიგზის მნიშვნელოვან კვანძად, რამაც ხელი შეუწყო მის ქალაქად გარდაქმნას.

კულტურა
მუნიციპალიტეტში ხშირად იმართება კონცერტები, ფესტივალები, სამეცნიერო კონფერენციები.
განსაკუთრებით მასშტაბური სახე აქვს შემოდგომის ფესტივალს- ხაშური-ოქროს შემოდგომა! ფესტივალში ადგილობრივებთან ერთად, დაძმობილებული ქალაქებიდან უცხოური დელეგაციები მონაწილეობენ. იმართება გამოფენები, კონცერტები, სპორტული აქტივობები.
ასევე მასშტაბურია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის-26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ბავშვთა დაცვის დღის-1 ივნისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ფოლკლორული ფესტივალი „არტ-გენი.“
მუნიციპალიტეტის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოზარდი თაობის სწორად განვითარებას და საშუალებას აძლევს ა(ა)იპ ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებით განვითარების ცენტრში სრულიად უსასყიდლოდ დაეუფლონ ხელოვნების სხვადასხვა დარგებს. აქ ფუნქციონირებს; ხატვის წრე, ვოკალის შემსწავლელი წრე, ხალხური რეწვის წრე, გიტარის წრე, ქართული ცეკვის წრე. ასევე, მკითხველთა კლუბი, ინგლისური ენის წრე, რელიგიის და რაიონის ისტორიული ძეგლების შემსწავლელი წრე, ტექნიკურ მეცნიერებების და ზოგადი უნარების წრე.
კულტურულ შემეცნებით კერებს წარმოადგენენ მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკები, სადაც დანერგილია მომსახურების ინოვაციური სერვისები, აქაც მოსწავლე ახალგაზრდებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ფუნქციონირებს კითხვის მოყვარულთა კლუბები, კომპიუტერის შემსწავლელი კურსები, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები. მშობელთა კლუბები.
ბიბლიოთეკებში წარმოდგენილია მრავალფეროვანი ლიტერატურა, როგორც მხატვრული, ასევე სამეცნიერო.
კულტურული ცხოვრების მიმართულებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ხაშურის და სურამის სამუსიკო სასწავლებლები, სადაც გარკვეული კატეგორიის მოსწავლეებს საშუალება აქვთ, უსასყიდლოდ დაეუფლონ მუსიკის სხვადასხვა დარგებს.
![]() |
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი.
|
სპორტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მუდმივად ზრუნავსჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე და პოპულარიზაციაზე.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
ფუნქციონირებს ა(ა)იპსკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულება- ხაშურისკომპლექსური სასპორტო სკოლა, სადაც მეცადინეობები უფასოდმიმდინარეობს სპორტის 12 სახეობაში: ქართული ჭიდაობა, ძიუდო,სამბო, ბერძნულ–რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, ბატუტზეხტომა, ჩოგბურთი, ძალოსნობა, ჭადრაკი, კალათბურთი, რაგბი,ფეხბურთი.
ადმინისტრაციულ ერთეულებში შექმნილია სპორტული ჯგუფები,სხვადასხვა სახეობაში, სადაც მოზარდები აქტიურად ვარჯიშობენ.
სკოლის არაერთი აღსაზრდელი წარმატებით აგრძელებს კარიერასსპორტის სხვადასხვა სახეობაში. სასპორტო სკოლას ჰყავს 16 მსოფლიო, 23 ევროპის და 25 საქართველოს ჩემპიონი.
მუნიციპალიტეტის მერიას, ღვაწლმოსილი და წარმატებულისპორტსმენებისთვის დაწესებული აქვს შესაბამისი პრიზები დაჯილდოები.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე უზრუნველყოფს,საზღვარგარეთ გამართულ სპორტულ აქტივობებში ხაშურელისპორტსმენების მონაწილეობას.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხშირად იმართება სპორტულიაქტივობები; მარათონი, მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთსა დაკალათბურთში საჯარო სკოლებს, უბნებს და ორგანიზაციებს შორის. საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან პროექტებში: ,,სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა“ და ,,სპორტი ბარიერების გარეშე“
აღსანიშნავია, რომ ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე აშენდა ახალისპორტული კომპლექსი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებსმუნიციპალიტეტში პროფესიული სპორტის განვითარებას და
ხელსშეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. შენობაშიგანთავსებულია საკალათბურთო/სახელბურთო, საჭიდაო,ძალოსნობის, მძლეოსნობის და ფიტნეს დარბაზები. მეორე სართულზეგანთავსებულია საჭადრაკო ოთახი და სატრენაჟორო დარბაზი,საკონფერენციო დარბაზი და კაფე-სასადილო, მცირე სასტუმრო.სპორტული კომპლექსი ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს დაადაპტირებულია შშმ პირებზე.
ხელსშეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. შენობაშიგანთავსებულია საკალათბურთო/სახელბურთო, საჭიდაო,ძალოსნობის, მძლეოსნობის და ფიტნეს დარბაზები. მეორე სართულზეგანთავსებულია საჭადრაკო ოთახი და სატრენაჟორო დარბაზი,საკონფერენციო დარბაზი და კაფე-სასადილო, მცირე სასტუმრო.სპორტული კომპლექსი ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს დაადაპტირებულია შშმ პირებზე.
სპორტკომპლექსი მოიცავს მინი სტადიონს, საჩოგბურთო მოედანს,ავტოსადგომს, რეკრეაციული ზონებს.
ჯანდაცვა
ყველა პროფილის ექიმის მომსახურება პოლიკლინიკასა თუ სტაციონარში; მრავალპროფილური კვლევები; ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში პაციენტებს ადგილობრივი კვალიფიციური მედიკოსების გარდა, ქვეყნის სამედიცინო სექტორში დასაქმებული მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები გაუწევენ მომსახურებას;
უახლესი აპარატურა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო; საოპერაციო, საპროცედურო კაბინეტები თუ სტაციონარის პალატები აღჭურვილია ინდივიდუალური სველი წერტილებით, ჰაერთა ნაკადის ცვლის თანამედროვე სისტემებით;
,,გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკაში, პრაქტიკულად, ყველა სამედიცინო პროფილია წარმოდგენილი როგორც მოზრდილთა, ასევე პედიატრიული მიმართულებით.
რაც შეეხება დიაგნოსტიკურ ნაწილს, ხაშურის ცენტრალური საავადმყოფო გთავაზობთ სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას; ექოსკოპიურ კვლევებს; დამონტაჟდა კომპიუტერული ტომოგრაფი; ციფრული ვერსიის რენტგენი.


No comments:
Post a Comment