Monday, 3 June 2019

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება


საქართველოში!

Image result for საქართველო


საქართველო მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის მდებარე იმ უძველეს სატრანსპორტო გზაგასაყარზე რომელიც კავკასიის ყელის სახელითაა ცნობილი. სწორედ აქ გადიოდა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა. საქართველოს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით - რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, სამხრეთით კი სომხეთი და თურქეთი. 

Image result for საქართველოსაქართველო ჩ.გ. 41o071 და 43o351 და ა.გ. 40o041 და 46o441-ს შორის მდებარეობს.




სახელმწიფო სიმბოლოები
  • დროშა 
Image result for საქართველოსაქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი. 







  • გერბი
სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი. ფარი დაგვირგვინებულია ივერიული (ქართული) გვირგვინით. ფარისმტვირთველი ორი ოქროს ლომი ვაზის სტილიზებული ორნამენტის საფუძველზე დგას. საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლ-მეწამული სადევიზე ბაფთა (ავერსი – ვერცხლი, რევერსი – მეწამული). ბაფთის ვერცხლის ველზე სევადისფერი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი: „ძალა ერთობაშია“. ბაფთაზე, სადევიზე წარწერის თავსა და ბოლოში, გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვრები



  • ჰიმნი

დღეს საქართველოში მოქმედი სახელმწიფო ჰიმნი „თავისუფლება“ მიღებულია საქართველოს ორგანული „კანონით საქართველოს ჰიმნის შესახებ“ 2004 წლის 21 მაისს. სახელმწიფო ჰიმნის ლექსის ავტორია დავით მაღრაძე მუსიკა ზაქარია ფალიაშვილისა, ჰიმნად დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ











  • ეროვნული ვალუტა 
1995 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა ახალი ქართული ეროვნული ვალუტა „ლარი".
ვალუტის კურსი იხილეთ აქ.






საქართველოს საკმაოდ დამაიმედებელი ტურისტული პოტენციალი აქვს ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, რაც გლობალური ტურისტული ბაზრისთვის ძალიან მიმზიდველია. 
Image result for საქართველო
    

დედაქალაქი - თბილისი
Image result for თბილისითუკი თბილისს ეწვევით, ვინმე, იქნება ეს გიდი, გამყიდველი, თუ ტაქსის მძღოლი, აუცილებლად გიამბობთ ქალაქის დაარსების ისტორიას. ეს ლეგენდა თბილისელებს განსაკუთრებით უყვართ. ეს არის ათას ხუთასი წლის წინ მომხდარი ერთი ნადირობის ისტორია, როდესაც მეხუთე საუკუნის მეფის ვახტანგ გორგასლის საყვარელი შევარდენი და მის მიერ დაჭერილი ხოხობი, ერთად ჩავარდნენ წყალში, საიდანაც მეფის მსახურებმა ორივე - მსხვერპლიც და მტაცებელიც მოხარშულები ამოიყვანეს. მეფეს მოეწონა ბუნებრივი ცხელი წყლები და ამ ადგილას ქალაქის აშენება ბრძანა. ასე გადმოინაცვლა მცხეთიდან საქართველოს დედაქალაქმა 25 კილომეტრით აღმოსავლეთით. ხოლო აღმოსავლურ სტილში აშენებული ცხელი გოგირდიანი წყლების აბანოები დღემდე თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული ადგილია. შუა საუკუნეებში ამ აბანოებს მრავალ სამკურნალო თვისებებსაც მიაწერდნენ, ამიტომ ბევრი დამპყრობელი სწორედ თბილისური აბანოების გამო მოიწევდა თბილისისკენ. ასე რომ გოგირდის ბუნებრივი ცხელი წყლები კომფორტის გარდა მრავალ პრობლემასაც ქმნიდა. მაგრამ მარტო აბანოებში არ იყო საქმე - საქარავნო გზების გზაჯვარედინზე მდებარე მულტიკულტურული ქალაქი თავისებური გასაღები იყო საქართველოს და ხშირად მთელი ამიერკავკასიისა. ამ ქალაქმა მრავალ შემოსევას და ოკუპაციას გაუძლო - ბიზანტიელებსა და ხაზარებს, თურქებსა და სპარსელებს. არაბები თბილისში მეშვიდე საუკუნეში მოვიდნენ და ხუთი საუკუნე დარჩნენ, სანამ მეთორმეტე საუკუნეში ისინი საქართველოს გამაერთიანებელმა მეფემ დავით აღმაშენებელმა არ განდევნა. უკანასკნელად თბილისი 1795 წელს გადაწვეს სპარსლებმა. ხოლო ამიერკავკასიის დაპყრობის შემდეგ მეცხრამეტე საუკუნეში რუსებმა იგი ამიერკავკასიის ცენტრად აქციეს და საკუთარი მეფისნაცვალი სწორედ ამ ქალაქში დასვეს, შენობაში, სადაც დღეს ახალგაზრდობის კულტურის სასახლეა განთავსებული.
Image result for თბილისიამ ქალაქით მიღებული შთაბეჭდილება მრავალმა მოგზაურმა ასახა თავის დღიურებში, მრავალმა მწერალმა კი აღფრთოვანებული სტრიქონები უძღვნა. სხვადასხვა დროს იმოგზაურეს საქართველოში რუსმა ალექსანდ პუშკინმა, ფრანგმა ალექსანდრ დიუმამ და ნორვეგიელმა კნუტ ჰამსუნმა და თვითოეულმა თავისებურად დაინახა ეს კოლორიტული ქალაქი, თვითოეულმა ალბათ ის იპოვა, რასაც ეძებდა, მაგრამ აღფრთოვანების სიტყვები არცერთ მათგანს არ დანანებია.
Image result for თბილისიმილიონნახევრიანი თბილისი დღესაც იზრდება. შენდება მრავალი თანამედროვე საცხოვრებელი სახლი თუ ჰიპერმარკეტი, ქალაქი იცვლება, მაგრამ მისი მთავარი ხიბლი - კულტურული მრავალფეროვნება უცვლელი რჩება. ამ ქალაქის ნამდვილი სული დღემდე იმალება ძველი თბილისის პატარა აივნიან ეზოებში, სადაც საუკუნეების მანძილზე ქართველები, სომხები, ებრაელები, ქურთები, აზერბაიჯანლები, ბერძნები და კიდევ მრავალი ნაციონალობის წარმომადგენლები ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და ერთმანეთის პრობლემებს თუ სიხარულებს იზიარებდნენ. ასეთ ძველ უბნებში გვერდი-გვერდ ნახავთ ქართულ და სომხურ მართმადიდებლურ ეკლესიებს, სინაგოგას, მეჩეთს და უძველესი ზოროასტიული სალოცავის ნაშთსაც კი.
ეს დღევანდელი თბილისია-კულტურათა გზაჯვარედინზე აშენებული ქალაქი, რომელიც მუდმივად სტუმრის მოლოდინშია, რომ თავისი პატარა სიხარულები და საიდუმლოებები გაუზიაროს.
Related image





















No comments:

Post a Comment

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში! საქართველო მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის მდებარე იმ უძველეს სატრანსპორტო...