საქართველოს გული

"ხაშური... მზისფერი, პატარა და საყვარელი, სავსე სიყვარულით, ლამაზი და ლაღი ურთიერთობებით, მრავალჭირვარამგადანახადი, მაგრამ ყველაფრის გამძლე, ამტანი. "შენა ხარ დიდი საქართველოს ცრემლის ნაჟური, მლაშობს ნიშნავსო, საბა ამბობს თურმე ხაშური". დადიხარ ქუჩებში, ბავშვობის ფერებით აჭრელებულში, გიხარია, რომ შენი პატარა ქალაქი დიდი ისტორიის ნაწილია და გინდა გულში ჩაიკრა და იყვირო: "მეტლად დაგედები, სიყვარულში რომ ხარ საშური."


საქართველო ზოგად-გეოგრაფიული და ფიზიკურ-გეოგრფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ტურიზმის განვითარებისთვის კარგი პოტენციის მქონე ქვეყანაა. ქვეყანაში არსებული ბუნება დამსვენებელს საშუალებას აძლევს სურვილისამებრ დაისვენოს ზღვასა და მთაში, ზამთრისა და ზაფხულის კურორტებზე. ტურიზმის განვითარეიბისთვის მნიშვნელოვანია ცალკეული რაიონების განვითარება.
 ხაშურის რაიონი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მასში შედის 13 ადმინისტრაციული ერთეული - საკრებული ( სოფელი - 80, დაბა - 1, ქალაქი - 1).




Related image


რელიეფი მრავალფეროვანია. მისი ზედაპირის უმეტესი ნაწილი ვაკეებსა და ბორცვებს უკავია. რაიონის დასავლეთი ნაწილი უკავია ლიხის, ხოლო სამხრეთი -  თრიალეთის ქედს. ლიხის ქედის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან რაიონის საზღვრებთან 700-900 მეტრამდეა. მისი მწვერვალებია ედისჯვარი და შვილდისი, ხოლო ლიხის ქედის უკიდურეს ჩრდილოეთ მხარეს მდებარე მწვერვალები - ლოხონი და პერანგა 2000 მეტრსაც აღწევს.
Related image

ლიხის ქედი










რაიონის 28903 ჰა ფართობი ტყეს უჭირავს. მთავარი მდინარეებია: მტკვარი, სურამულა, ჭერათხევი და ძამა.

Image result for ხაშურის რაიონი მდინარე მტკვარი
მდინარე მტკვარი

Image result for მტკვარი ხაშურში
მდინარე ძამა





ხაშურის რაიონის ფლორა მრავალფეროვანია, სტეპური ზონით დაწყებული და სუბალპურით დამთავრებული, რაც ნიადაგ-კლიმატური თავისებურებებით აიხსნება.

მცენარეთა დაჯგუფების მიხედვით რაიონში შემდეგი მონაკვეთები გამოიყოფა:
1. ვაკე დაბლობის,
2. მდინარეთა სანაპიროს დაბლობის, ჭალის ტყეთა უბნების,
3. თრიალეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთის ქვემო სარტყელში მუხნარ-რცხილნარ-წიფლნარი ტყეებით, ზემო სარტყელში კი შერეული და ფიჭვნარ-ნაძვნარ-სოჭნარი ტყეების გავრცელებით,
4. სუბალპური მდელოებით,
5. ლიხის ქედის აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთს ტყიანი კალთები კოლხური ელემენტებით.



Image result for ხაშური


რაიონის ტერიორიაზე ბინადრობენ როგორც სტეპების, ისე მთის ტყისთვის დამახასიათებელი ცხოველები. ძუძუმწოვრებიდან გვხვდება: მურა დათვი, მგელი,თეთრყელა, კვერნა, მელა, ტურა, მაჩვი, კურდღელი, დედოფალა (სინდოფალა) და სხვა; მღრღნელებიდან: ბუჩქნარის და წყლის მემინდვრია, ზაზუნა, თაგვი, ტყის თაგვი. ფრინველებიდან გავრცელებულია: გვრიტი, შაშვი, გარეული მტრედი, მწყერი, ყვავი, კაჭკაჭი, ქორი, მიმინო, გუგული, ოფოფი, მერცხალი, ბეღურა და სხვა.

ისტორიული სამიმოსვლო გზები, რომლებიც რამდენიმე  მიმართულებით ნაწილდებოდა, კარგად გამაგრებული ციხესიმაგრეებით იყო ჩაკეტილი: ალის, სურამის, ბულბულისციხის, ორთუბნის, ძამის, ალეწის.

Image result for ბულბულის ციხე
ბულბულისციხე

Related image
სურამის ციხე

დასავლეთ საქართველოში გზა ლიხის მთაზე (სურამის ქედი), სამხრეთ საქართველოსკენ კი თრიალეთის ქედზე და ბორჯომის ხეობაზე გადიოდა. ალის ხეობით შესაძლებელი იყო იმერეთში გადასვლა ჯვარ-კორტოხისა და ულუმბა-დედაბერაზე გამავალი გზებით. ორი გზა მიმართებოდა სურამის ხეობიდანაც: ფონაზე და რიკოთზე. მდინარე შლის აუზიდან (ქვიშხეთი) გადასვლა ბულბულისციხის გზით ხდებოდა. რაც შეეხება სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალ გზებს, ერთი ტაშისკარით ბორჯომის ხეობაზე გადიოდა, ხოლო მეორე - მდ. ძამის ხეობას მიუყვებოდა.

Image result for ხაშურის რუკა

No comments:

Post a Comment

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში! საქართველო მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის მდებარე იმ უძველეს სატრანსპორტო...